"რა ვერაგული საქციელია, ბიჭებო. მხოლოდ ორნი ვიყავით, მე და ჩემი მეგობარი ჩამოვედით აქ, აბუ-დაბიში და უსმან, უმარ ნურმაგომედოვები და მათი მეგობრები გველებივით ზურგიდან მოგვეპარნენ.
რა ტიპის მებრძოლები ხართ? როგორი კაცები იქცევიან ასე, ძმაო? თუ საუბარი ან ჩხუბი გინდათ, მოდი ნამდვილი კაცებივით გავარკვიოთ. თქვენ ზურგიდან მოგვეპარეთ, როცა მხოლოდ ორნი ვიყავით და თან მომზადებულები დაგვხვდით. ეს რა ჯანდაბაა? ზურგიდან? ვინ აკეთებს ამას? საკუთარ თავს კაცებს ეძახით? ჩვეულებრივი ლაჩრები (პატარა ძუკნები) ხართ. ჩვენ სისხლს ვღვრით, ვჩხუბობთ, ვომობთ, თქვენ კი უბრალოდ მუხთლები ხართ, ძმაო. ნამდვილი კაცები არ ხართ.
ეს აჩვენებს თქვენს ხასიათს და იმას, რომ კაცები არ ხართ. რა ჯანდაბაა, ბიჭებო? თუ ჩხუბი გინდათ, ვიჩხუბოთ. მოდი, ვიჩხუბოთ. ჩვენ მებრძოლები ვართ, ძმაო. მე ვლაპარაკობ, ნამდვილი კაცი ვარ, პირდაპირ ვამბობ. თქვენ კი ზურგიდან მოგვეპარეთ და არ ვიცი რამდენი იყავით, თქვენი ყველა მეგობარი გველოდებოდა და ვერაგულად დაგვესხა თავს...
ვაუ, ძმაო, ვაუ. ვიცოდი, ბიჭებო, ვიცოდი როგორი ტიპებიც ხართ. ახლახან ჩამოვედი აქ, აბუ-დაბიში და უსმან, უმარ და მათი მეგობრები მალულად, ზურგიდან მოგვეპარნენ და ჩვენს ცემას ეცადნენ, ამდენი კაცი ერთად.
ვაუ. მე კარგად ვარ, ბიჭებო. ჩემს მეგობრებსა და ოჯახს ვეტყვი - მაგრად ვარ, მე მებრძოლი ვარ. ეს ჩემთვის არაფერია, მაგრამ ისევ და ისევ, ეს აჩვენებს, როგორი ხალხი ხართ. მე და საბა ნამდვილი კაცებივით ვჩხუბობდით, თქვენ კი ჩმორებივით ჩხუბობდით, ძმაო. ჩმორები იქცევიან ასე, ძმაო. 20 კაცი 2 კაცის წინააღმდეგ და ძირს დაგდებულებსაც კი ზურგიდან გვურტყამდით. ლაჩრები ხართ, ძმაო. ლაჩრები. ჩვენ კი მეომრები ვართ, ძმაო.“ - ამბობს მერაბ დვალიშვილი ვიდეომიმართვაში.
RAF-ის ღონისძიებამდე, რომელიც აბუ დაბიში ტარდება, მერაბსა და მის მეგობარს ნურმაგომედოვების მეგობრები თავს დაესხნენ.