სუმოში ახალი ქართული ისტორია იწყება - ჩვენი გოლიათის, გაგამარუს (თეიმურაზ ჯუღელი) დახმარებით, „ტოტორი ჯოოჰოკუს“ სკოლაში ნიკოლოზ წიქორიძე მოხვდა.
აღნიშნულთან დაკავშირებით ჯუღელმა და თავად ნიკოლოზმა "leadersport.ge"-სთან ინტერვიუში ისაუბრეს.
გაგამარუ:
„ნიკა რომელ სკოლაშიც მივიდა, ეს უცხოელებისთვის პირველი ნაბიჯია. აქ სწავლობ ენას, იაპონური კულტურის პატივისცემას, სხვანაირად ჰეიაში მოხვდერა ძალიან ჭირს. თავად ოიაკატები (კლუბების პრეზიდენტები) ერიდებიან ისეთი სპორტსმენის აყვანას, რომელსაც ენასთან დაკავშირებული პრობლემა აქვს. სკოლის პერიოდი დაკარგული არ არის, შეჯიბრებებზე გამოდიხარ, კლუბების პრეზიდენტები გიყურებენ და თუ მოეწონეთ მიჰყავხარ. მე და ტოჩინოშინმა როგორც დავიწყეთ, სულ ქვედა დივიზიონიდან, სკოლის შემდეგ ასე არ გიწევს - მე-4 დივიზიონში ხარ. ეს დიდი უპირატესობაა.
ნიკოლოზ წიქორიძე:
პირველი თვე-ნახევარი ძალიან გამიჭირდა, სულ სხვა ტიპის ვარჯიშები დამხვდა, ვიდრე მიჩვეული ვიყავი. ყველაზე ნაკლებად გაწელვები მომწონს, მაგრამ შეუძლებელი არაფერია. არის მომენტები რომ რაღაც უბრალოდ უნდა გააკეთო. სპორტსმენები ამბობენ ხოლმე ჩემს სპორტს ვგრძნობო, ნელ-ნელა სუმოც ჩემამდე ასე მოდის.
ეს სკოლა ბევრმა სახელოვანმა მონღოლმა გაიარა: იოკოძუნა ტერუნოფუჯიმ, ოძეკი კოტომიცუკიმ, სეკივაკე იჩინოჯომ და სეკიტორი იშიურამ, რომელიც ახლა სკოლაში სუმოს მიმართულებას კურირებს.