1 საათის წინ
გიორგი ტვილდიანი
Aa

ჯასტინ გეიჯიმ პოზიცია შეიცვალა - მისმა სიტყვებმა ამერიკული მედია ააფეთქა

UFC-ის მსუ­ბუ­ქი წო­ნის ჩემ­პი­ონმა ჯას­ტინ გე­ი­ჯიმ ილია თო­ფუ­რი­ას­თან შე­საძ­ლო რე­ვან­შზე პო­ზი­ცია შეც­ვა­ლა. ივ­ნის­ში გა­მარ­ჯვე­ბის შემ­დეგ ამე­რი­კე­ლი მებ­რძო­ლი მე­ო­რე ბრძო­ლას არ გა­ნი­ხი­ლავ­და, თუმ­ცა ახლა კარი ამ შე­საძ­ლებ­ლო­ბის­თვის ღია და­ტო­ვა.

გე­ი­ჯიმ თო­ფუ­რია ივ­ნის­ში UFC Freedom 250-ის მთა­ვარ ბრძო­ლა­ში და­ა­მარ­ცხა და მსუ­ბუ­ქი წო­ნის ჩემ­პი­ო­ნი გახ­და. ბრძო­ლა მე­ო­თხე რა­უნ­დის შემ­დეგ შე­წყდა, რო­დე­საც თო­ფუ­რი­ას კუ­თხემ ბრძო­ლის გაგ­რძე­ლე­ბა­ზე უარი თქვა. ეს ეს­პა­ნეთ-სა­ქარ­თვე­ლოს წარ­მო­მად­გენ­ლის კა­რი­ე­რა­ში პირ­ვე­ლი მარ­ცხი იყო.

თო­ფუ­რი­ამ ახ­ლა­ხან, ბრძო­ლი­დან რამ­დე­ნი­მე თვის შემ­დეგ გა­ნა­ცხა­და, რომ გა­მო­ჯან­მრთელ­და და ოქ­ტა­გონ­ზე და­საბ­რუ­ნებ­ლად მზა­დაა. დაბ­რუ­ნე­ბის შე­სა­ხებ გან­ცხა­დე­ბა­ში მან გე­ი­ჯის ხელ­თათ­მა­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბით ეჭვი გა­მოთ­ქვა და მი­ა­ნიშ­ნა, რომ მო­მა­ვალ­ში მათი აღ­ჭურ­ვი­ლო­ბა უფრო დე­ტა­ლუ­რად უნდა შე­მოწ­მდეს.

ამ ბრალ­დე­ბას გე­ი­ჯი სე­რი­ო­ზუ­ლად არ შეხ­ვედ­რია და უარ­ყო. ამას­თა­ნა­ვე, UFC Freedom 250-ის ერთ-ერ­თმა რე­გუ­ლა­ტორ­მა, კა­ლი­ფორ­ნი­ის სპორ­ტუ­ლი კო­მი­სი­ის აღ­მას­რუ­ლე­ბელ­მა დი­რექ­ტორ­მა ენდი ფოს­ტერ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ გე­ი­ჯის ხელ­თათ­მა­ნე­ბი წე­სე­ბის შე­სა­ბა­მი­სად იყო შე­მოწ­მე­ბუ­ლი და დარ­ღვე­ვა არ და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლა.

რე­ვან­შის შე­საძ­ლებ­ლო­ბა­ზე სა­უბ­რი­სას გე­ი­ჯიმ ამ­ჯე­რად გან­სხვა­ვე­ბუ­ლი პო­ზი­ცია და­ა­ფიქ­სი­რა.

"დრო გვიჩ­ვე­ნებს. მზად ვარ თუ არა? ახ­ლა­ხან ის სას­ტი­კად და­ვა­მარ­ცხე. რა თქმა უნდა, მინ­და“, - გა­ნა­ცხა­და გე­ი­ჯიმ.

ივ­ნის­ში მისი პო­ზი­ცია გა­ცი­ლე­ბით მკა­ფიო იყო - მა­შინ გე­ი­ჯი ამ­ბობ­და, რომ თო­ფუ­რი­ას მე­ო­რე ბრძო­ლა არ ეკუთ­ვნო­და და რე­ვან­შამ­დე მას სხვა მე­ტო­ქეს­თან გა­მარ­ჯვე­ბა სჭირ­დე­ბო­და.

თო­ფუ­რი­ას დაბ­რუ­ნე­ბის შემ­დეგ UFC-ში უკვე გა­ნი­ხი­ლე­ბა მისი მო­მა­ვა­ლი მე­ტო­ქის სა­კი­თხიც. რე­ვანშთან ერ­თად ერთ-ერთ შე­საძ­ლო ვა­რი­ან­ტად პედი პიმბლეტ­თან და­პი­რის­პი­რე­ბაც სა­ხელ­დე­ბა. ამ ეტაპ­ზე გე­ი­ჯი­სა და თო­ფუ­რი­ას მე­ო­რე ბრძო­ლის ოფი­ცი­ა­ლუ­რი თა­რი­ღი ან შე­თან­ხმე­ბა არ გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლა.