რემიერის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება და ისტორიული შედეგის მიღწევისთვის ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა 500 000 ლარს მიიღებენ
ჩვენ გვქონდა დაწესებული პრემია საპრიზო ადგილებისთვის. თითო მედლისთვის და შესაბამისად, წყვილისთვის დაწესებული იყო პრემია, 500 000 ლარის ოდენობით. შესაბამისად, თითოეული მიიღებდა 250 000 ლარს, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება და ამ გამარჯვებისთვის თითოეული სპორტსმენი წყვილში მიიღებს 500 000 ლარს, გამომდინარე იქიდან, რომ ეს არის ისტორიული გამარჯვება, რომელიც მათ მოუტანეს ჩვენს ქვეყანას“ - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.