6 თებერვალს, მილანში სტარტს აიღებს ზამთრის 25 -ე ოლიმპიური თამაშები ფიგურულ ციგურაობაში. პირველ სატურნირო დღეს გაიმართება გუნდური ასპარეზობები, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს მსოფლიოს საუკეთოსო 10 გუნდი, მათ შორის საქართველოს ოლიმპიური ნაკრები.
მოკლე პროგრამებს წარმოადგენენ სპორტული ცეკვები, სპორტული წყვილები და ქალები. 7 თებერვალს კი მამაკაცები. მოკლე პროგრამის შედეგის მიხედვით საუკეთესო 5 გუნდი იასპარეზებს ფინალში. წარმატებასა და ღირსეულ გამოსვლას ვუსურვებთ საქართველოს ნაკრებს ნიკა ეგაძის, ანასტასია გუბანოვას, ლუკა ბერულავა - ანასტასია მეტელკინასა და დიანა დევისი- გლებ სმოლკინის შემადგენლობით.
ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს ოლიმპიური ნაკრების ნახევარფინალში (მოკლე პროგრამები) გამოსვლის განრიგი
6 თებერვალი 13:00 საათი
სპორტული ცეკვები, სპორტული წყვილები, ქალები
7 თებერვალი 22:45 საათი
მამაკაცები
გუნდური ასპარეზობის პირდაპირ ტელეტრანსლაციას უზრუნველყოფს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.
წყარო: Georgian Figure Skating Federation