1 დღის და 6 საათის წინ
Mshvildadze Nikolozi
Aa

"მგონი უიღბლობა მომაქვს" - ანტონიო კონტეს კომენტარი ხვიჩა კვარაცხელიაზე

ნაპოლის მთავარ მწვრთნელს, ანტონიო კონტეს ჟურნალისტებმა იანვრის სატრანსფერო ფანჯრის გეგმების შესახებ ჰკითხეს.

იტალიელმა სპეციალისტმა წინა წელი გაიხსენა და ხვიჩა კვარაცხელიაც ახსენა:

"იანვრის ბაზარი? ამ თემებს აღარ ვეხები. შარშან ვამბობდი, რომ ზიანი არ გვინდა, მათ კი ხვიჩა გამიყიდეს. ასე რომ, მგონი უიღბლობა მომაქვს.

"ვისი საქმეც არის, მან მიხედოს ტრანსფერებს, ჩემი აზრი იციან. სიტუაცია ყველასთვის ნათელია - მე მწვრთნელი ვარ და მაქსიმუმი უნდა გამოვწურო იმ რესურსიდან, რაც მაქვს", - განაცხადა კონტემ.


Facebook კომენტარები