3 საათის და 33 წუთის წინ
ნიკა მშვილდაძე
Aa

ვილი სანიოლის სრული პრესკონფერენცია სანაკრებო მატჩების წინ

როგორც მოგეხსენებათ, რამდენიმე დღეში საქართველოს ეროვნული ნაკრები ოქტომბრის თვის სანაკრებო პაუზაზე ესპანეთისა და თურქეთის ნაკრებებს შეხვდება. 

ჩვენი გუნდის შეკრების წინ ვილი სანიოლმა პრესკონფერენცია გამართა, სადაც არაერთ თემაზე ისაუბრა.

"რა თქმა უნდა ყველა შემტევი ფეხბურთელისთვის მნიშვნელოვანია თავდაჯერება, მაგრამ ფეხბურთი მხოლოდ შეტევა არაა, ის დაცვაც არის. ამ მხრივ ჩვენ გვქონდა გამოწვევები და ჩემი დავალება ახლა არის სწორი შემადგენლობის არჩევა და ბალანსის დაცვა.

"მიქაუტაძესთვის მნიშვნელოვანი იყო ახალ გუნდში გადასვლა. ვილიარეალმა მასში დიდი თანხა გადაიხადა და ჟორჟის კარგ ყოფნაში ყოფნა ნამდვილად წაარდგება ნაკრებს. 

"როცა ესპანეთს და თურქეთს ეთამაშები პროგრამა მინიმუმზე საუბარი რთულია. ამას განსაკითრებით ესპანეთზე ვიტყვი, რომელიც მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო გინდია. თურქეთს რაც შეეხება, ჩვენ მათ თამაშზე მოგვიანებით ვისაუბრეთ. მიზანი არ შეცვლილა. ეს არის ნაკრების წინსვლა და განვითარება.

"რაც შეეხება გიორგი გაგუას, ივნისში დავინახეთ, რომ რაც მან აჩვენა, ჯერ არ იყო საკმარისი ეროვნილი გუნდისთვის, ამიტომაც აღარ გამოვიძახე ის. ნაკრები არის ადგილი, სადაც შენი შესაძლებლობები უნდა აჩვენო.

"ნაკრების განვითარება ყოველთვის ჩემი პრიორიტეტი იყო. როგორც მწვრთნელი ვაცნობიერებ შედეგბის მნიშვნელობას. ასეთ თამაშებში დავინახავთ, თუ სად იმყოფება საქართველოს ნაკრები.

"მიზანი ყოველთვის იქნება, საქართველოს ნაკრებმა აჩვენოს მსოფლიოს, რომ მაღალი დონის გუნდია და ჩვენზე ილაპარაკონ როგორც რთულ მეტოქეზე. მთავარია, ხალხმა ჩვენი გუნდის ძალა გაიგოს.

"რა თქმა უნდა, კიტეიშვილზე ხშირად ვსაუბრობ და ხაზს ვუსმავ მის მნიშვნელობას. ის ჩემთვის საკვანძო ფეხბურთელია. მინდა, შევინარჩუნო ის ყველა მატჩში. ოთარი ბევრ სხვადასხვა პოზიციაზე თამაშობს მაღალი ხარისხით. მოხარული ვარ, რომ ის დაბრუნდა. გუშინ მან გოლი გაიტანა, რამაც დიდი თავდაჯერება მისცა იმ საშინლად რთულ მომენტში, როგორშიც ახლა ის არის.

"გავეცანი ინფორმაციას ჩაკვეტაძესთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, რთულ მომენტშია. არ შემიძლია ვთქვა, თუ როდის დაბრუნდება ის.

"ფაქტია, დაცვის ხაზში ბევრი გამოწვევა გვაქვს. ხვადაგიანი ტრავმირებულია. საზონოვი და გოგლიჩიძე არ თამაშობს. დვალი უკლუბოდ იყო. დაცვის ხაზში სამუშაო გვაქვს. ამასთანავე ლოჩოშვილიც ვერ დაგვეხმარება. აქედან გამომდინარე ეს არ არის იდეალური სიტუაცია. გუნდის ისე დალაგება და დაცვის დალაგება ვერ მოხერდხდება ისე როგორც მე მსურს, და შესაბამისად უნდა მოვერგდო რეალურ სიტუაციას. 

"ზივზივაძე და გოგლიჩიძე? ბუნდესლიგა უმაღლესი დონის ჩემპიონატია და ნებისმიერი მოთამაშის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია ეს ლიგა", - განაცხადა სანიოლმა

Facebook კომენტარები