ლიგა 1-ის გასულ ტურში ხვიჩა კვარაცხელიამ "ოსერის" წინააღმდეგ ტრავმა მიიღო.
როგორც გაირკვა, ეს დაზიანება არც თუ ისე არასერიოზული აღმოჩნდა.
მეორე ტაიმში ქართველი შემტევი მინდორზე აღარ გამოსულა, ის ბრედლი ბარკოლამ შეცვალა.
იმედი ვიქონიოთ, რომ ეს მხოლოდ თავდაცვის გამო მოხდა და დისკომფორტი მხოლოდ მცირეა.
ფრანგი ქომაგები ხვიჩას ტრავმას ეხმაურებიან:
"ბარსელონასთან თამაშში კვარა თუ არ გვეყოლება აუცილებლად წავაგებთ"
"ჯერ ვიტინია, შემდეგ კვარა, ბარსასთან ვინ ითამაშებს?"
"ახლა კი ნამდვილად დავიღპეთ..."
"იმედია ყველაფერი კარგად იქნება"
შეგახსენებთ, რომ კლუბს შემდეგი მატჩი ჩემპიონთა ლიგაზე ბარსელონასთან ოთხშაბათშ 23:00 საათზე ელის.