1 საათის და 56 წუთის წინ
ნიკა მშვილდაძე
Aa

ახალი ცნობები ხვიჩა კვარაცხელიაზე - რას წერს გამოცემა "Le Parisien"

როგორც იცით, ლიგა 1-ის გასულ ტურში "პარი სენ-ჟერმენმა" "ოსერს" უმასპინძლა.

ამ დაპირისპირებაში პირველ ტაიმში 24-ე წუთზე ხვიჩა კვარაცხელია დაშავდა, რის გამოც მან მეორე ტაიმი ვეღარ ითამაშა.

გამოცემა "Le Parisien"-ის ინფორმაციით, კატალონიის "ბარსელონასთან" გასამართი მატჩის წინ "პსჟ"-ში მძიმე სიტუაციაა.

კერძოდ, არის შანსი, რომ პარიზელები ვიტინიას, კვარაცხელია, ნევეშის, დუეს, დემბელესა და რუისის გარეშე დარჩნენ.

ამ დროისთვის დაზუსტებით ჯერ ჯერობით არ არის დადგენილი ეყოლება თუ არა ლუის ენრიკეს მნიშვნელოვანი მოთამაშეები.

ცნობისთვის, "პსჟ" "ბარსელონას" ოთხშაბათს მეორე ტურში ეთამაშება.



Facebook კომენტარები