ლა ლიგის მე-6 ტურის შეხვედრაში "სევილია" "ვილიარეალთან" 1:2 დამარცხდა და ამ მატჩში გიორგი მიქაუტაძემ, საგოლე პასი მიითვალა.
ქართველ ფეხბურთელთან დაკავშირებით "ყვითელი წყალქვეშა თავის თავკაცმა, მარსელინომ მედიასთან კომენტარი გააკეთა.
"მიქაუტაძე კარგი ფეხბურთელია. გუნდში ბევრი კარგი ფეხბურთელი მყავს,
"ჟორჟის ადაპტაცია კარგად მიმდინარეობს, მას დრო უნდა მივცეთ და გავაგრძელოთ მუშაობა, რათა უკეთ გაიცნოს თანაგუნდელები, ჩემპიონატი, ახალი კულტურა, ახალი ქვეყანა და ენა, ამ ყველაფერს კი დრო სჭირდება და პროცესის ნაწილია.
"ზოგჯერ ვფიქრობთ, რომ პროფესიონალი მოთამაშეები მანქანები არიან, მაგრამ ისინი ჩვეულებრივი ადამიანები არიან, რომლებსაც ადაპტაცია სჭირდებათ ყველა იმ გარემოებასთან რაც მათ გარშემო არის.
"მინდა მასთან მიმართებაში ფრთხილი ვიყო და ყველაფერში დავეხმარო, მაგრამ ამავდროულად ყოველთვის მომთხოვნი უნდა ვიყო", - თქვა მარსელინომ.