საფრანგეთის ლიგა 1-ის მეთოხე ტურში "პარის სენ-ჟერმნი" საშიანო მოედანზე "ლანსს" დაუპირისპირდა და მეტოქე 2:0 დაამარცხა.
აღნიშნულ შეხვედრაში ხვიჩა კვარაცხელიამ ფეხზე დაზიანება მიიღო, რის გამოც მოედანი იძულებით დატოავა.
საგულისხმოა ისიც, რომ პარიზელებმა თავი საკმაოდ მძიმე სიტუაციაში ჩაიგდეს.
კერძოდ, გარდა ქართველი ფეხბურთელისა, კლუბს ტრავმირებული ასევე უსმან დემბელე და დეზირე დუე ჰყავს.
ამას დამატებული ისიც, რომ ლუის ენრიკეს ოპერაცია ახალი-გაკეთებული აქვს და გუნდს მისი ასისტენტები უძღვებიან.
აქვე გეტყვით იმასაც, რომ "პსჟ"-ს 17 სექტემბერს "ატალანტასთან" ჩემპიონთა ლიგაზე ელის მატჩი.