2 საათის და 11 წუთის წინ
Mshvildadze Nikolozi
Aa

PHOTO: როგორ ქომაგობდა ნიცა ხვიჩას მატჩის დროს

ხვიჩა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის ფინალში ზედიზედ მეორედ ითამაშებს. "პსჟ-მ" მიუნხენის "ბაიერნთან" სტუმრად ფრე ითამაშა, რაც ფინალში გასასვლელად საკმარისი აღმოჩნდა, რადგან პარიზში გამართული პირველი შეხვედრა ფრანგულმა კლუბმა 5:4 მოიგო.

ქართველმა ვინგერმა ამ მატჩშიც გამოიჩინა თავი და ბრწყინვალე საგოლე გადაცემა შეასრულა. მისი გადაცემით უსმან დემბელემ გადამწყვეტი გოლი გაიტანა და გუნდს მნიშვნელოვანი უპირატესობა მოუპოვა.

ამ ისტორიულ თამაშს "პსჟ-ს" ფეხბურთელების მეუღლეებიც ესწრებოდნენ. მათ შორის, რა თქმა უნდა, იყო ნიცა თავაძეც - ის ტრიბუნებზე ლუკას ერნანდესისა და მატვეი საფონოვის მეუღლეებთან ერთად იმყოფებოდა.

ფოტოებმა სოციალურ ქსელში უამრავი მოწონება დაიმსახურა. კადრებიდან ჩანს, რომ გოგონებმა დრო არაჩვეულებრივად გაატარეს და საყვარელი გუნდის წარმატება ემოციურად აღნიშნეს.



Facebook კომენტარები