1 საათის და 49 წუთის წინ
Mshvildadze Nikolozi
Aa

"ხვიჩა იუნაიტედის მაისურით? ეს ოცნებაა.." - რას ამბობს უეინ რუნი

ინგლისის ლეგენდამ Wayne Rooney პარის სენ-ჟერმენის ვარსკვლავის, Khvicha Kvaratskhelia-ს ბაიერნთან მატჩში შესრულება განსაკუთრებულად შეაფასა და ქართველი ფეხბურთელი ერთ-ერთ ყველაზე განსხვავებულ შემტევად მოიხსენია.

„უნდა ვისაუბროთ ამ ბიჭზე. რაც კვარაცხელიამ ბაიერნთან გააკეთა... ეს მხოლოდ ტალანტი არ არის, ეს პიროვნულობაზე მეტყველებს. ნახევარფინალში ორი გოლის გატანა ერთია, მაგრამ როგორ აკეთებს ამას — მცველს თითქოს ცეკვაზე ეპატიჟება და შემდეგ უბრალოდ ტოვებს. მას აქვს ის რიტმი, რომელიც მცველებისთვის კოშმარია.“

„ის პირდაპირია, არაპროგნოზირებადი და აქვს ის თავდაჯერებულობა, კარგ მნიშვნელობაში, როცა იცის, რომ მოედანზე საუკეთესოა.“

„ვუყურებ მას და ვფიქრობ ‘იუნაიტედზე’. ჩვენ გვყავს კარგი სტრუქტურა, მაგრამ გვაკლია ასეთი ტიპის მოთამაშე მარცხენა ფლანგზე — ის, ვინც ქაოსს ქმნის და არაფრიდან რაღაცას აკეთებს. ასეთი ფეხბურთელი გარდაქმნის ძლიერ გუნდს იმ გუნდად, რომელიც ყველაფერს იგებს.“

„ასეთი ფეხბურთელი ‘იუნაიტედის’ მაისურში? ეს ოცნებაა", - თქვა რუნიმ.




Facebook კომენტარები