სენტ-ეტიენისა და საქართველოს ნაკრების შემტევი, ზურიკო დავითაშვილი შესანიშნავს ფორმაშია.
ქართველ ფეხბურთელს ბოლო 2 მატჩში 3 გოლი დაუგროვდა და გუნდს ლიგა 1-სკენ მიუძღვება.
გარდა ამისა უნდა ითქვას ისიც, რომ ზურიკო 12 გოლით თავისი გუნდის მთავარი ბომბარდირია და ლიგა 2-ის ბომბარდირობისთვისაც იბრძვის.
ფრანგი ფანები მასზე საინტერესო კომენტარებს წერენ:
"სასწარფოდ გაყიდეთ დავითაშვილი პარი სენ-ჟერმენში ძვირად"
"ვერ ვხვდები აქამდე როგორ შევინარჩუნეთ ის"
"ახალი მესი პსჟ-ში! ზურიკო ამას იმსახურებს"
"ტოპ კლასის ფეხბურთელია, დიდი ხანია ასეთი არ გვყოლია"
"დავითაშვილს როცა ვუყურებ, მესი მახსენდება"