2 დღის წინ
გიორგი სოხაძე
Aa

ცნობილია! - ითამაშებს თუ არა კვარა საფრანგეთის სუპერ თასზე მარსელის წინააღმდეგ

8 იანვარს საფრანგეთის სუპერთასისთვის ერთმანეთს პარი სენ-ჟერმენი და მარსელი დაუპირისპირდებიან.

როგორც მოგეხსენებათ, პარიზთან მატჩში ხვიჩა კვარაცხელიამ დაისვენა, რადგან მან ვარჯიშზე მცირე დაზიანება მიიღო.

რამდენიმე გავლენიანი გამოცემა წერს, რომ კვარა მარსელთან თამაშისთვის მზად იქნება.

ვრცელდება პსჟ-ს სავარაუდო სასტარტო შემადგენლობა:

მეკარე: შაველიე;

მცველები: მარკინიოსი, ზაირ-ემერი, მენდეში;

ნახევარმცველები:  პაჩო, ვიტინია, ჟოაო ნევეში, ფაბიან რუისი;

შემტევები: კვარაცხელია, დემბელე, დუე.

ცნობისთვის, მატჩი 22:00 საათზე დაიწყება.

Facebook კომენტარები