1 დღის წინ
გიორგი სოხაძე
Aa

ის ხვიჩას როგორ ამჯობინეს - დასახელდა 2025 წლის ლიგა 1-ის საუკეთესო გუნდი

ფრანგულმა გამოცემა L"equipe-მა წლის ბოლოს ლიგა 1-ის 2025 წლის საუკეთესო გუნდი შეადგინა.

აღსანიშნავია, რომ გუნდში 11-დან 10 პარი სენ-ჟერმენის ფეხბურთელია, ერთი კი მარსელის - მეისნო გრინვუდი.

ჩვენდა სამწუხაროდ, ამ გუნდში ხვიჩა კვარაცხელიასთვის ადგილი ვერ მოიძებნა.

გუნდი ასე გამოიყურება:

მეკარე: დონარუმა; 

მცველები: ჰაკიმი, მარკინიოსი, პაჩო, ნუნუ მენდეში: 

ნახევარმცველები: ნევეში, ვიტინია, რუიზი;

შემტევები: გრინვუდი, დემბელე, დუე.

Facebook კომენტარები