ფრანგულმა სპორტულმა გამოცემამ, Parisien-მა პარი სენ-ჟერმენის დეკემბრის თვის საუკეთესო ფეხბურთელი გამოავლინა.
გამოცემის აზრით, გასულ თვეში პარიზული გუნდის რიგებიდან საუკეთსო მატვეი საფონოვი იყო.
რუსმა მეკარემ ტრავმირებული ლუკა შევალიე შეცვალა და დეკემბრის თვეში 4 მატჩი ჩაატარა.
ასევე აღსანიშნავია მისი თამაში საკონტინეტთაშორის თასის ფინალში ფლამენგოსთან, როცა მან პენალტების სერიაში ზედიზედ 4 პენალტი მოიგერია და გუნდს მოაგებინა.