როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს ნაკრები დინამო არენაზე ესპაენთთან ანგარიშით 0:4 დამარცხდა.
ფურია როხამ დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა.
აღნიშნულ მატჩს დიდი ესპანური გამოცემა, MARCA აფასებს:
"ფეხბურთის თამაში იოლია, ისე თამაში, როგორც ესპანეთი თამაშობს - ძნელი.
საქართველოს ნაკრები, იგივე უსარგებლო ციხესიმაგრე.
ესპანეთის ნაკრები ბევრს აშინებს - ერთი გუნდი თამაშობს, მეორე კი მხოლოდ თვალყურს ადევნებს და იმედი აქვს, რომ საკუთარ ისტორიაში ანტირეკორდს არ დაამყარებს. ქართველებმა გადარჩენის მცდარი ტაქტიკა აირჩიეს. მხოლოდ საოცრებას შეეძლო გადაერჩინა მამარდაშვილის კარი ასეთი დაძაბულობისგან. ამ გოლკიპერმა ერთ კვირაში ითამაშა რეალთან, მანჩესტერ სიტისთან და ესპანეთის ნაკრებთან. უსამართლო იქნება, არ აღვნიშნოთ, რომ მან დიდებულად ითამაშა სამივე შეხვედრაში. ესპანეთის ნაკრები VIP კლასში შედის", - წერს გამოცემა.
