ხვიჩა კვარაცხელიას კარგმა მეგობარმა, ვიქტორ ოსიმენმა ერთ-ერთ გამოცემასთან ინტერევიუ ჩაწერა.
გალათასარაის ნიგერიელმა ფორვარდმა ქართველის შესახებ ისაუბრა.
მან იწინასწარმეტყველა, რომ ერთ დღესაც კვარა ოქროს ბურთს მოიგებს:
"მჯერა, რომ კვარას მომდევნო წლებში ოქროს ბურთის მოგება შეუძლია! ის ძალიან ძლიერი ფეხბურთელი და კარგი ადამიანია", - განაცხადა ნიგერიელმა.
ცნობისთვის, ოსიმენს მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 9 მატჩში 6 გოლი აქვს.