„მარსელის“ გულშემატკივრების მხრიდან უსმან დემბელეს მიმართ ჰომოფობიური შეძახილების გამო საფრანგეთის ფეხბურთის პროფესიონალთა ლიგამ (LFP) სადისციპლინო საქმე გახსნა.
ინციდენტი „მარსელსა“ და პარის სენ-ჟერმენს შორის გამართულ მატჩში მოხდა, რომელიც პარიზელებმა ანგარიშით 2:1 მოიგეს.
L'Équipe-ის ცნობით, დემბელეს წინააღმდეგ ჰომოფობიური შეძახილები და შეურაცხმყოფელი რეპლიკები რამდენჯერმე გაისმა.
შემთხვევა მატჩის დელეგატის ანგარიშში აისახა და ახლა საკითხს LFP-ის სადისციპლინო კომისია შეისწავლის.