„კალიფორნიის ათლეტური კომისიის ხელმძღვანელმა, რომელიც ალბათ საუკეთესოა მსოფლიოში, შეამოწმა მისი ხელთათმანები. ის თავად იმყოფებოდა იქ და ინსპექტორებიც აკვირდებოდნენ, როგორ უხვევდნენ მას ხელებს, როგორ იკეთებდა ხელთათმანებს და მთელ მაგ პროცესს. გეიჯის ხელთათმანებთან დაკავშირებით არაფერი მომხდარა“, - განაცხადა UFC-ს პრეზიდენტმა გეიჯის ხელთათმანებზე.
შეგახსენებთ, რომ ჯასტინ გეიჯიმ 14 ივნისს, თეთრი სახლის ისტორიულ ღონისძიებაზე მსუბუქი წონითი დივიზიონის საჩემპიონო ბრძოლაში ილია თოფურია ტექნიკური ნოკაუტით დაამარცხა და ჩემპიონი ისტორიაში პირველად გახდა.
ბრძოლის დამთავრების შემდეგ მან აღნიშნა, რომ იმასთან დაკავშირებით განაგრძობს თუ არა აქტიურ სპორტულ კარიერას, საბოლოო გადაწყვეტილებას ოჯახის წევრებთან მოთათბირების შემდეგ მიიღებს.