1 საათის და 24 წუთის წინ
Mshvildadze Nikolozi
Aa

“ყველას ნოკაუტით დავამარცხებ..” - უმარის თამამი გადაწყვეტილება

უმარ ნურმაგომედოვი მომავალ ბრძოლებში ჭიდაობაზე უარის თქმას და სტრაიკინგზე სრულად გადართვას გეგმავს. ამის შესახებ მისმა მენეჯერმა, ალიმ აბდელაზიზმა განაცხადა.

უმარმა რამდენიმე დღის წინ დამირეკა და მითხრა: „მე მოჭიდავე არ ვარ. აღარასდროს ვიჭიდავებ. უბრალოდ, ყველას ნოკაუტით დავამარცხებ. ვინც არ უნდა იყოს ჩემი შემდეგი მეტოქე, ყველაფერს გავაკეთებ, რომ ბრძოლა მარტივად გამოვიყურებინო და მეტოქე დავასრულო“.

მან ეს გულწრფელად მითხრა. ვიგრძენი ის ემოცია, რაც მის სიტყვებში იდო“, - განაცხადა აბდელაზიზმა.

ნურმაგომედოვის ეს გადაწყვეტილება განსაკუთრებით საინტერესოა, რადგან ჭიდაობა მისი MMA კარიერის ერთ-ერთი მთავარი იარაღია.  

დაღესტანელი მებრძოლის სონგ იადონგთან მარცხის შემდეგ აბდელაზიზმა აღნიშნა, რომ უმარი 2027 წელს ოქტაგონს ახალი მიდგომით დაუბრუნდება.