1 საათის და 15 წუთის წინ
Mshvildadze Nikolozi
Aa

"დედაჩემი მეუბნება კვერნაძე მომწონსო" - რა თქვა ფროზინონეს მწვრთნელმა

როგორც მოგეხსენებათ, გიორგი კვერნაძე ბოლო დროს ბრწყინვალე ფორმაში შევიდა.

ქართველთან დაკავშირებით ფროზინონეს მწვრთნელმა, მასიმილიანო ალვინიმ კომენტარი გააკეთა.

"კვერნაძე შესანიშნავი ბიჭია. დედაჩემი მეუბნება - „ეს მოთამაშე ძალიან მომწონსო“.  ვუპასუხე, რომ ის არაჩვეულებრივი, ძლიერი და ჭკვიანი ფეხბურთელია. 

"ვიმედოვნებ, მეტი სათამაშო დრო ექნება. მიხარია, რომ ეროვნულ ნაკრებში მიდის, ჩვენ კი მის განვითარებას ხელს შევუწყობთ", - თქვა მასიმილიანო ალვინიმ.