2 კვირის და 2 დღის წინ
სახელი უცნობია
Aa

გაირკვა, იქნება თუ არა მამარდა დღეს ლივერპულის შემადგენლობაში

ზედიზედ 4 პრემიერ ლიგური მარცხის შემდეგ, ლივერპული EFL Cup-ის 1/8-ფინალში კრისტალ პალასს დაუპირისპირდება. 

29 ოქტომბერს, 23:45 საათზე მერსესაიდელები ლონდონელებს ენფილდზე უმასპინძლებენ. 

უდიდესი ალბათობით, ამ მატჩში წითლების კარს გიორგი მამარდაშვილი არ დაიცავს, ვინაიდან ალისონ ბეკერის ტრავმის გამო ახლა ის პირველი მეკარის სტატუსით სარგებლობს და ნაკლებად მნიშვნელოვან მატჩებში მისი დასვენებაა საჭირო. 

ინგლისურ მედიაში ვარაუდობენ, რომ არწივებთან ლივერპულის კარს 28 წლის ინგლისელი ფრედერიკ ვუდმანი დაიცავს. 

შეგახსენებთ, რომ EFL Cup-ის 1/16-ფინალში საუთჰემპტონთან მამარდამ ლივერპულის რიგებში პირველი ოფიციალური მატჩი ჩაატარა.

Facebook კომენტარები