პრემიერ ლიგის მეცხრე ტურში ბრენტფორდმა ლივერპულს უმასპინძლა.
წითლების კარში კვლავაც გიორგი მამარდაშვილი იდგა.
მერსესაიდელებმა პრემიერ ლიგაში გამარჯვება ისევ ვერ მოახერხეს. "ფუტკრებმა" ისინი ანგარიშით 3:2 დაამარცხეს.
აღსანიშნავია, რომ გაშვებულ გოლებში მამარდას ბრალეულობა არ ყოფილა.
გამოცემა Sofascore-მა ქართველი კიპერის თამაში 6,0 ქულით შეაფასა.
