საქართველოს 17-წლამდე ვაჟთა ნაკრები, 24 და 30 ოქტომბერს, ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდში - ისლანდიას და საბერძნეთს უმასპინძლებენ.
3-გუნდიანი ჯგუფიდან, შემდეგ ეტაპზე თამაშს ორი გუნდი განაგრძობს.
აღსანიშნავია, რომ ალექსანდრე კობახიძემ გუნდში ხვიჩა კვარაცხელიას უმცროსი ძმა, თორნიკეც იხმო.
თამაშების განრიგი:
24 ოქტომბერი - საქართველო V ისლანდია | მესხი 2 | 18:00
27 ოქტომბერი - საბერძნეთი V ისლანდია | დავით პეტრიაშვილი | 15:00
30 ოქტომბერი - საქართველო V საბერძნეთი | მესხი 2 | 18:00
საქართველოს 17-წლამდე ნაკრების შემადგენლობა:
მეკარეები: მათე ჭელიძე (დინამო თბილისი), გიორგი კახიძე (სფფ-ის ქუთაისის აკადემია), საბა ცარციძე (კოლხეთი 1913).
მცველები: დავით ცქვიტაია (დინამო თბილისი), საბა კილაძე (იბერია 1999), ალიკა გეთიაშვილი (დინამო თბილისი), იოანე გოგიჩაიშვილი (დინამო თბილისი), ანდრია ფოცხვერია (დინამო თბილისი), ლუკა შარიქაძე (დინამო თბილისი), ანზორ ცირამუა (სფფ-ის ქუთაისის აკადემია), თორნიკე ფილაური (დინამო თბილისი).
ნახევარმცველები: საბა ავდოევი (იბერია 1999), საბა შარვაშიძე (დინამო თბილისი). რევაზ ვარდანია (ლოკომოტივი თბილისი), გიორგი ლაგვილავა (35-ე სკოლა), თორნიკე კვარაცხელია (დინამო თბილისი), გიორგი გორგაძე (დინამო თბილისი).
თავდამსხმელები: სანდრო მიქაუტაძე (დინამო თბილისი), სანდრო კუნჭულია (იბერია 1999), ანდრია ბართიშვილი (კოლხეთი 1913), ანდრია სვანიძე (გენგამი, საფრანგეთი).
