1 კვირის და 4 დღის წინ
გიორგი სოხაძე
Aa

რას ნიშნავს ხვიჩა კვარაცხელიას ახალი აღნიშვნა?

ჩემპიონთა ლიგის მესამე ტურში პარი სენ-ჟერმენმა გასვლაზე ბაიერ ლევერკუზენი დაამარცხა.

ხვიჩა კვარაცხელიამ მინდორზე 67 წუთი დაჰყო.

ქართველმა ვინგერმა თავი ჯერ საგოლე პასით, შემდეგ კი გოლით გამოიჩინა.

გოლის შემდეგ კვარას ახალმა აღნიშვნამ ბევრის ყურადღება მიიქცია.

სოციალურ ქსელში გაჩნდა ვერსიები, თუ რას ნიშნავდა ხვიჩას ეს ჟესტი:

"ხვიჩა ამ ჟესტიკულაციით ნარკომანის წინააღმდეგ წავიდა"

"ჩემი აზრით, ეს უბრალოდ კვარას მორიგი სახალისო ქმედებაა, განსაკუთრებული არაფერი"

"შესაძლოა ასე თავისი შვილი თამაშობს ხოლმე და ამიტომაც გააკეთა ეს ჟესტი", - იწერება სოციალუ ქსელში.

Facebook კომენტარები