1 კვირის და 4 დღის წინ
გიორგი სოხაძე
Aa

სასწაული მატჩი ჰქონდა! - რა შეფასება დაიმსახურა კვარაცხელიამ ლევერკუზენის წინააღმდეგ

ჩემპიონთა ლიგის მესამე ტურში პარი სენ-ჟერმენმა გასვლაზე ბაიერ ლევერკუზენი დაამარცხა.

ხვიჩა კვარაცხელიამ მინდორზე 67 წუთი დაჰყო.

ქართველმა ვინგერმა თავი ჯერ საგოლე პასით, შემდეგ კი გოლით გამოიჩინა.

გამოცემა Sofascore ხვიჩას თამაშს 8,0 ქულით აფასებს, რაც მოედანზე დეზირე დუესა (8,5) და ნუნუ მენდეშის (8,3) შემდეგ საუკეთესო მაჩვენებელია.

Facebook კომენტარები