3 კვირის და 3 დღის წინ
Giorgi Sokhadze
Aa

სამხრეთ აფრიკის მინისტრი კვარაცხელიაზე ალაპარაკდა - რა სიტუაციაში გაეხვა ხვიჩა

რამდენიმე დღის წინ, სოციალურ ქსელში სახალისო ჭორი გავრცელდა.

ერთ-ერთმა მომხმარებელმა ხელოვნურ ინტელექტს ხვიჩა კვარაცხელიას ვიდეო შეაქმნევინა, სადაც ის ვითომ ამბობს, რომ მას ბებია სამხრეთ აფრიკელი ჰყავს და მიუხედავად იმისა, რომ საქართველო 2026 წლის მუნდიალზე დიდი ალბათობით ვერ მოხვდება, ის სამხრეღთ აფრიკის ეროვნულ გუნდში განიხილავს თამაშს.

“ბებიაჩემი სამხრეთ აფრიკელია. მე მიყვარს სამხრეთ აფრიკა და მზად ვარ, ვითამაშო მისი სახელით მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატზე. საქართველოს ნაკრებთან ურთიერთობა დავასრულე და თუკი სამხრეთ აფრიკაში მიმიწვევენ, მზად ვარ მის რიგებში ვითამაშო”, - “ამბობს” ხვიჩა.

რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი სრული აბსურდია, თუმცა გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებმაც ეს ჭორი დაიჯერეს.

ამასთან დაკავშირებით, სამხრეთ აფრიკის სპორტის მინისტრმა განცხადება გააკეთა:

“ჩვენ ასეთი რაღაცები არ გვჭირდება, ჩვენ ჩვენი ფეხბურთელები გვყავს და იქ (მუნდიალზე) იმ მოთამაშეებთან ერთად უნდა წავიდეთ, ვინც ჩვენს ქვეყანას საგზური მოუპოვა”, - განაცხადა გეიტონ მაკკენზიმ (სპორტის მინისტრმა.

ასევე სამხრეთ აფრიკის ოფიციალურმა გვერდმა კვარაცხელია ვიდეო თავის TikTok-ზე გააზიარა და ხუმრობით დააწერა:  “როგორ იქნება მისი სახელი სამხრეთაფრიკულად?”.

Facebook კომენტარები