ჩემპიონთა ლიგის უმნიშვნელოვანეს მატჩამდე, სადაც „პარი სენ-ჟერმენი“ „ლევერკუზენის ბაიერს“ დაუპირისპირდება, ფრანგულმა გამოცემამ RMC Sport-მა გუნდის ამჟამინდელი მდგომარეობა მიმოიხილა და სავარაუდო შემადგენლობაც გამოაქვეყნა.
გავრცელებული ინფორმაციით, 45-დღიანი პაუზის შემდეგ უსმან დემბელე და მარკინიოსი მზად არიან სათამაშოდ, თუმცა ლუის ენრიკე მათ ძირითადში არ დააყენებს.
ჟოაო ნევეში და ფაბიან რუისი კვლავ რეაბილიტაციას გადიან და შეხვედრაში მონაწილეობას ვერ მიიღებენ.
გამოცემის ცნობით, დღეს პსჟ შეტევაში შესაძლოა მარჯვნივ ხვიჩა კვარაცხელია ვიხილოთ, მარცხნივ — ბრედლი ბარკოლა, ხოლო ცენტრალური თავდამსხმელის პოზიციაზე სენი მეილიუ იმოქმედებს:
„კვარაცხელია გარკვეულწილად გამონაკლისს წარმოადგენს — ტრავმის მიუხედავად ნაკრებში გამოიძახეს, თუმცა „სტრასბურგთან“ უკვე ითამაშა და შემდეგ დასვენების საშუალება მიეცა“, — წერს RMC Sport.
პსჟ-ს სავარაუდო შემადგენლობა: შევალიე, ჰაკიმი, ზაბარნი, პაჩო, მენდეში, ზაირ-ემერი, ვიტინია, დუე, კვარაცხელია, ბარკოლა, მეილიუ.
შეგახსენებთ, მატჩი დღეს, თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება.