„ნაპოლის“ პრეზიდენტმა, აურელიო დე ლაურენტისმა CNBC-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ კლუბებმა 23 წელზე ხნიერი ფეხბურთელები ნაკრებებში აღარ უნდა გაუშვან.
“ნაკრებში 23 წელზე ხნიერი ფეხბურთლეები არ უნდა გავუშვათ” - განაცხადა მან.
მიზეზად იტალიური კლუბის პრეზიდენტმა პოტენციური ტრავმა დაასახელა, რადგან ფინანსურ და საფეხბურთო ზიანს ისევ და ისევ კლუბები განიცდიან.
