1 კვირის წინ
გიორგი სოხაძე
Aa

"ხვიჩა მოედანზე ტყუილად იყო, არ უნდა ეთამაშა" - რას წერენ პსჟ-ს ფანები საქართველოს მატჩზე

2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მესამე ტურში ესპანეთმა საქართველოს უმასპინძლა.

ფურია როხამ ჩვენი გუნდი ანგარიშით 2:0 დაამარცხა.

ესპანელებმა ჯვაროსნები უშანსოდ დაამარცხეს.

ამ მატჩში ხვიჩა კვარაცხელიას თამაში ტრავმის გამო საეჭვო იყო, თუმცა მანდ 60 წუთზე მეტი მაინც მიიღო.

ახლა ის თურქეთთან მატჩისთვის ემზადება.

პარი სენ-ჟერმენის ქომაგებს არ მოსწონთ ის ფაქტი, რომ ტრავმიდან ახლახანს დაბრუნებული კვარა ნაკრებში იტვირთება:

"დაესვენებინა სანიოლს კვარა, მაინც წააგებდნენ"

"ხვიჩა მოედანზე ტყუილად იყო, არ უნდა ეთამაშა"

"მაქსიმუმ 1 ტაიმი უნდა მიეცათ ხვიჩასთვის, ახლა თურქეთთან მოგვიკლავენ"

"ხვიჩა ცოდოა ნაკრებში, პსჟ-ში ბევრად მაღალი დონის გუნდელები ჰყავს"

Facebook კომენტარები