“ბარსელონას“ ახალგაზრდა ვარსკვლავს, ლამინ იამალს ისევ ტკივილები აღენიშნება იმ ადგილას, სადაც ადრე ტრავმა მიიღო.
ესპანელი შემტევი, „სევილიას" წინააღმდეგ მატჩს გამოტოვებს.
ამასთან ერთად, ლამინე ვერც ესპანეთის ნაკრებს დაეხმარება მოახლოებულ სანაკრებო შესვენებაზე.
ეს იმას ნიშნავს, რომ "ბარსელონასა" და ესპანეთის ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი საქართველოსთან და ბულგარეთთან გასამართ მატჩებსაც გამოტოვებს.