3 საათის და 16 წუთის წინ
გიორგი სოხაძე
Aa

სასიხარულო ამბავი! - რა ინფორმაცია გავრცელდა ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ

5 ოქტომბერს, ლიგა 1-ის მომავალ ტურში პარი სენ-ჟერმენი ლილს ესტუმრება.

ამ მატჩში ხვიჩა კვარაცხელიას თამაში საეჭვოა.

მოგეხსენებთ, მან ბარსელონასთან ტრავმის გამო ვერ ითამაშა და, როგორც გუშინ AS-მა დაწერა, ხვიჩა კიდევ 10 დღეს იუქმებს.

თუმცა LaParisien იუწყება, რომ ხვიჩას ლილთან თამაში გამორიცხული არ არის.

წყაროს ცნობით, შესაძლოა ქართველი სამატჩო განაცხადში მოხვდეს და გუნდს გაყვეს, ასევე შესაძლო მან ცოტა სათამაშო დროც მიიღოს.

ასევე იწერებოდა, რომ პსჟ-ს სურს, კვარაცხელია ამ სანაკრებო პაუზაზე საქართველოს ნაკრებში არ წავიდეს, რათა დაისვენოს და მომავალი მატჩებისთვის მზად იყოს, მაგრამ ეს ყველაფერი ნაკლებ სავარაუდოა.

თუ ხვიჩა მზად იქნება, ის ნაკრებში 100%-ით ჩამოვა.

Facebook კომენტარები