როგორც მოგეხსენებათ, 11 ოქტომბერს ელჩეში საქართველოს ნაკრები ესპანეთს ესტუმრება.
ამ შეხვედრაში ჩვენს გუნდს ლუკა ლოჩოშვილი ვერ დაეხმარება.
ნიუნბერგის ქართველი მცველი პირველ მატჩში დისკვალიფიცირებულია.
ლუკა ჩვენი გუნდისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფეხბურთელია, თანაც დაცვის ხაზში ისედაც პრობლემებია და მისი არ ყოფნა საქმეს კიდევ უფრო ართულებს.
ვილი სანიოლის განცხადება აღნიშნულთან დაკავშირებით:
"ფაქტია, დაცვის ხაზში ბევრი გამოწვევა გვაქვს. ხვადაგიანი ტრავმირებულია. საზონოვი და გოგლიჩიძე არ თამაშობს. დვალი უკლუბოდ იყო. დაცვის ხაზში სამუშაო გვაქვს. ამასთანავე ლოჩოშვილიც ვერ დაგვეხმარება. აქედან გამომდინარე ეს არ არის იდეალური სიტუაცია. გუნდის ისე დალაგება და დაცვის დალაგება ვერ მოხერდხდება ისე როგორც მე მსურს, და შესაბამისად უნდა მოვერგდო რეალურ სიტუაციას"
ცნობისთვის, 14 ოქტომბერს თურქეთთან, ასევე სტუმრად გასამართი მატჩისთვის, ლოჩო ნაკრების განკარგულებაში იქნება.