17-წლამდე ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი დაიწყო.
საქართველოს ასაკობრივმა გუნდმა სახლში ლიეტუვა ანგარიშით 3:0 დაამარცხა.
დუბლით თავი ანდრია ბართიაშვილმა გამოიჩინა, ერთი გოლი კი გიორგი გორგაძემ გაიტანა.
აღსანიშნავია, რომ მატჩს საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ვილი სანიოლიც ესწრებოდა,
ხვიჩა კვარაცხელიას ძმამ, თორნიკემ შეხვედრა ძირითადი შემადგენლობიდან დაიწყო და 63-ე წუთზე შეცვალეს.
ახალგაზრდა ფეხბურთელებმა დიდ წარმატებას მიაღწიეს.
ჩვენი ნაკრების შემდეგი მატჩები:
24 ოქტომბერი - საქართველო V ისლანდია | მესხი 2 | 18:00
27 ოქტომბერი - საბერძნეთი V ისლანდია | დავით პეტრიაშვილი | 15:00
30 ოქტომბერი - საქართველო V საბერძნეთი | მესხი 2 | 18:00