3 საათის და 22 წუთის წინ
გიორგი სოხაძე
Aa

ცნობილია - შეძლებს თუ ვერა კვარაცხელია საქართველოს ნაკრებში თამაშს

ლიგა 1-ის მორიგ ტურში პარი სენ-ჟერმენი ოსერს უმასპნძლა.

პირველ ტაიმში 24-ე წუთზე ხვიჩა კვარაცხელია დაშავდა, რის გამოც მან მეორე ტაიმი ვეღარ ითამაშა.

როგორც ცნობილი, ხვიჩა ბარსელონასთან მატჩს გამოტოვებს. მარცხენა ბარძაყის მცირე დაზიანების გამო კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგაზე კატალონიელთა წინააღმდეგ ვერ ითამაშებს.

იწერება, რომ დაზიანება არაა სერიოზული და აღდგენითი პროცესის კარგად წასვლის შემთხვევაში, ხვიჩა მოედანს ლიგა 1-ის მომდევნო ტურში დაუბრუნდება.

აღსანიშნავია, რომ ქართველი ვინგერი ოქტომბრის სანაკრებო პაუზისთვის მზად იქნება და საქართველოს ნაკრების დახმარებას შეძლებს.

Facebook კომენტარები