"პარის სენ-ჟერმენის" ქართველი ვარსკვლავი ხვიჩა კვარაცხელია დღევანდელ ვარჯიშზე გუნდთან ერთად არ გამოჩენილა.
კლუბის შიდა წყაროების ცნობით, ფეხბურთელი 100%-იან ფიზიკურ მდგომარეობაში არ არის, თუმცა, მიუხედავად ამისა, მისი მონაწილეობა "ბარსელონასთან" მატჩში გამორიცხული არ არის.
ირკვევა, რომ "პსჟ"-ს სამწვრთნელო შტაბი არ აპირებს რისკზე წასვლას და დიდი ალბათობით, ქართველ შემტევს ძირითად შემადგენლობაში არ ვიხილავთ.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება საბოლოოდ მატჩის დღეს, ექიმებისა და თავად ფეხბურთელის მდგომარეობის შეფასების შემდეგ მიიღება.
ცნობისთვის, "პსჟ"-სა და "ბარსელონას" შეხვედრა ოთხშაბათს ჩვენი დროით 23:00 საათზე დაიწყება.