19 საათის და 15 წუთის წინ
სახელი უცნობია
Aa

ითამაშებს თუ არა კვარა ბარსელონასთან? - რას წერს ფრანგული პრესა

„ბარსელონასთან“ მატჩის წინ ხვიჩა კვარაცხელიას და ვიტინიას მიღებული ტრავმების გამო პსჟ შეშფოთებულია.

„ოსერთან“ შეხვედრის შემდეგ პარიზული გუნდის ფეხბურთელებმა დღეს დაისვენეს და ტრავმირებულებს სამედიცინო შემოწმება ხვალ ჩაუტარდებათ.

„პარიზიენის“ ცნობით, ვიტინიას შემთხვევაში სანერვიულო არაფერია. მწვრთნელი ლუის ენრიკე გაკვირვებული დარჩა იმით, რომ პორტუგალიელმა 35-ე წუთზე შეცვლა მოითხოვა.

როგორც ჩანს, მან თავი დაიზღვია და მოედანი ამიტომ დატოვა. რაც შეეხება კვარაცხელიას, სავარაუდოდ ბარძაყის კუნთის ტრავმა აქვს და გამოცემის მტკიცებით, მისი „ბარსასთან“ თამაში საეჭვოა. ერთი სიტყვით, ყველაფერი ორშაბათს გაირკვევა.

Facebook კომენტარები