1 დღის და 8 საათის წინ
გიორგი სოხაძე
Aa

კვარას თამაში საეჭვოა... - პარი სენ-ჟერმენის სავრაუდო სასტარტო შემადგენლობა ბარსელონას წინააღმდეგ

როგორც მოგეხსენებათ, ოთხშაბათს, კატალონიის ბარსელონა ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურში პარი სენ-ჟერმენს უმასნპინძლებს.

ამ სუპერ მატჩს რამდენიმე გამოჩენილი ფეხბურთელი ტრავმის გამო დააკლდება - ბარსას მხრიდან რაფინია და ჟოან გარსია. პსჟ-ს მხრიდან დემბელე, დუე, ვიტინიასა და კვარაცხელიას თამაში საეჭვოა.

ლიგა 1-ის გასულ ტურში ოსერთან მატჩის დროს ვიტინიამ და კვარას მოედანი ნაადრევად დაზიანების გამო დატოვეს, თუმცა ფეხბურთელების მდგომარეობა ჯერ-ჯერობით უცნობია.

ამ სეზონში პსჟ თავისი მოთამაშეები ჯანმრთელობის მიმართ განსაკუთრებულად ფრთხილობს, რადგან მათ ფაქტიურად სეზონი გადააბეს.

ფრანგული გავლენიანი გამოცემა, LaParisien თამაშამდე 4 დღით ადრე პარი სენ-ჟერმენის სავარაუდო სასატარტო შემადგენლობას ავრცელებს.

ისინი კვარაზე წერენ, რომ მან სწრაფად აღდგენის უნარი უკვე გამოავლინა, თუმცა ახლა ის კვლავ რეაბილიტაციის პროცესს გადის და თამაში სათუოა.

მეკარე: შევალიე;

მცველები: ჰაკიმი, ზაბარნი, პაჩო, მენდეში;

ნახევარმცველები: ზაირ-ემერი, ჟოაო ნევეში, რუისი (ან ვიტინია);

შემტევები: ლი, მაიული (ან კვარაცხელია), ბარკოლა;

Facebook კომენტარები