1 კვირის და 1 დღის წინ
სახელი უცნობია
Aa

სამწუხარო ინფორმაცია - რას ამბობს უოტფორდის მთავარმა მწვრთნელი ჩაკვეს ტრავმაზე

უოტფორდის მთავარი მწვრთნელის თქმით, გიორგი ჩაკვეს მოედანზე დაბრუნების პროცესი იმაზე მეტ დროს მოითხოვს, ვიდრე თავდაპირველად ვარაუდობდნენ.

მწვრთნელის განცხადებით, კლუბი ყველაფერს აკეთებს, რათა ქართველი ფეხბურთელი საუკეთესო ფორმაში დაბრუნდეს.

სამწუხაროდ, ჩაკვეს მოედანზე დაბრუნების პროცესს იმაზე ცოტა მეტი დრო კიდევ დასჭირდება, ვიდრე ვვარაუდობდით, მაგრამ ბევრს ვმუშაობთ, რათა გიორგი საუკეთესო ფორმაში დავაბრუნოთ”, - თქვა უოტფორდის მთავარმა მწვრთნელმა.

ჩაკვეს დაბრუნებას დაახლოებით 4-5 კვირაში ელოდებიან, რაც იმას ნიშნავს, რომ ის ოქტომბრის სანაკრებო მატჩებსაც გამოტოვებს.


Facebook კომენტარები