ლიგა 1-ის მეხუთე ტურში გასამრთი მატჩი მარსელსა და პსჟ-ს შორის უამინდობის გამო გადაიდო.
როგორც იწერება, დიდი ალბათობა მატჩი 1 დღის დაგვიანებით, 22 სექტემბერს გაიმართება.
თუმცა აქ გასარკვევი თამაშის დაწყების დროა.
გავრცელებული ინფორმაციით, იგეგმება, რომ შეხვედრა პარიზის დროით 20:00 (თბილისის დროით 22:00) საათზე დაიწყოს.
საქმე იმაშია, რომ ზუსტად ამ დროს პარიზში 2025 წლის ოქროს ბურთი დაჯილდოვების ცერემონია დაიწყება.
თუ ლიგა 1-მა ეს დრო გადაწყვიტა ხვიჩა კვარაცხელია და მისი გუნდელები დაჯილდოვების ცერემონიას ვერ დაესწრებიან.
აღსანიშნავია, რომ დასახელებული 30 კანდიდატიდან ყველაზე მეტი სწორედ პარიზული გუნდიდანაა.