20 საათის და 58 წუთის წინ
გიორგი სოხაძე
Aa

"დღეს ქართველი დინამიტის როლს შეასრულებს" - რას წერენ კვარაცხელიაზე მატჩის წინ

დღეს ლიგა 1-ის მეოთხე ტურში პსჟ ლანსს უმაპინძლებს.

ამ მატჩს პარიზელები დიდი დანაკლისით ხვდებიან.

გუნდს უსმან დემბელე და დეზირე დუე ტრავმების გამო ვერ ეხმარებიან.

სწორედ ამიტომ ფრანგულ პრესას მიაჩნია, რომ დღეს გუნდის ლიდერი ხვიჩა კვარაცხელია იქნება.

LeParisien ქართველზე წერს:

"დემბელეს და დუეს არყოფნამ სხვა მოთამაშეებს საშუალება უნდა მისცეს, რომ გამოჩნდნენ. მაგალითად ხვიჩა კვარაცხელიას. 2025/2026 წლების სეზონში ის ძირითად შემადგენლობაში მხოლოდ უეფა-ს სუპერ თასზე ტოტენჰემის წინააღმდეგ მოგვევლინა.

მოსალოდნელია, რომ დღეს ქართველი დინამიტის როლს შეასრულებს.“

შეგახსენებთ, რომ მატჩი 19;15 საათზე დაიწყება.

Facebook კომენტარები