ხვიჩა კვარაცხელიამ პარი სენ-ჟერმენზე გადაღებულ დოკუმნტურ სერიალში ჩემპიონთა ლიგის ფინალში გატანილი გოლი გაიხსენა:
"როცა დემბელემ ბურთი მიიღო და მე მცველის უკან ვიყავი, მას დავუძახე - უს, მომეცი ბურთი. დემბელემ ძალიან მაგარი პასი მომცა მე უბრალოდ გავიქეცი და გავიტანე.
როცა გოლი გავიდა, ჩემთვის ყველაფერი გათიშა, დავფიქრდი, სად ვიყავი და რას ვაკეთებდი. გავიაზრე, რომ ჩემი ოცნება ავიხდინე ამის აღწერა შეუძლებელია", - თქვა კვარამ.
ეს კი სერიალიდან გავრცელებული პირველი კადრებია.