UFC-ს ყოფილმა ჩემპიონმა, ბელალ მუჰამედმა მედიასთან საინტერესო კომენტარი გააკეთა.
კერძოდ, მან მერაბ დვალიშვილთან დაკავშირებით ისაუბრა.
"როცა მებრძოლები ღვიძლში დარტყმას იღებენ, მუხლებზე ეცემიან და იკეცებიან. მერაბი ტკივილისგან ხმებს გამოსცემდა, თუმცა ისევ ფეხზე იდგა.
"მისთვის დანებება არ არსებობს, ის ყოველთვის ბოლომდე იბრძვის", - თქვა ბელალმა.