როგორც მედიაში იწერება, პარი სენ-ჟერმენი ხვიჩა კვარაცხელიას კონტრაქტის გახანგრძლივებას სთავაზობს.
პარიზული კლუბის ცნობილი "ინსაიდერი" Djaameel წერს, რომ შეთავაზება უკვე მაგიდაზეა.
"ხვიჩა კლუბში ყველასგან დაფასებულია თავისი თამაშისა და მენტალიტეტის წყალობით.
როგორც სამწვრთნელო შტაბს, ისე ხელმძღვანელობას სურს, ის პარიზული პროექტის ერთ-ერთ მთავარ ბურჯად აქციოს", - წერს წყარო.
სავარაუდოა, რომ კლუბი კვარას გაუმჯობესებულ პირობებს სთავაზობს - უპირველესყოვლისა მომატებული ხელფასი და + 2 წელი არსებულ კონტრაქტზე.
ამჟამად ქართველს პარიზელებთან კონტრაქტი 2029 წლის ზაფხულამდე აკავშირებს და მისი წლიური ხელფასი 11 მილიონ ევროს შეადგენს.
როგორც იწერება, ახალი ხელშეკრულების მიხედვით, კვარას ხელფასი წლიურად 15 მილიონ ევრომდე გაიზრდება.
უახლესი ინფორმაციით, ხვიჩა მზადაა რომ ახალ ხელშეკრულებას ხელი მოაწეროს.