7 საათის და 19 წუთის წინ
გიორგი სოხაძე
Aa

ბრძოლის შემდეგ ყბა გაუტეხა - ქართველ ძიუდოისტს უმძიმესი განაჩენი გამოუტანეს

ქართველი ძიუდოისტი, აკაკი ჯაფარიძე გერმანიის ძიუდოს ბუნდესლიგამ უვადო დისკვალიფიკაციით დასაჯა. ის რამდენიმე კვირის წინ ტიმო კაველიუსს ბრძოლის დასრულების შემდეგ თავს დაესხა და გერმანელ ძიუდოისტს ყბა გაუტეხა.

ჯაფარიძე გერმანიაში გასამართ ძიუდოს ტურნირებში მონაწილეობას ვეღარ მიიღებს. აკაკის საქმის განხილვას საქართველოს ძიუდოს ფედერაციაც და მსოფლიო ძიუდოს მმართველი ორგანიზაციაც იწყებენ, თუმცა მისი ყველაზე დიდი პრობლემა სისხლის სამართლის გამოძიებაა, რომელიც ამჟამად გერმანიაში მიმდინარეობს.

ჯაფარიძის თავდასხმა კაველიუსზე იმდენად გასცდა ძიუდოს საზღვრებს, რომ ის შესაძლოა ახლა ციხეშიც აღმოჩნდეს.

"ნებისმიერი, ვინც ტატამიზე ფეხს დგამს, თავის ფიზიკურ კეთილდღეობას მეტოქეს ანდობს.", — განაცხადა მირიამ როპერმა, გერმანიის ძიუდოს ბუნდესლიგის მაღალი მიღწევების საბჭოს წევრმა.

ჯერჯერობით უცნობია, რა სანქციები ელის ჯაფარიძეს საქართველოს ძიუდოს ფედერაციისგან და მსოფლიო ძიუდოს ფედერაციისგან.