10 საათის და 42 წუთის წინ
Mshvildadze Nikolozi
Aa

ლუის ენრიკე ხვიჩა კვარაცხელიას არ ათამაშებს - რა გახდა ამის მიზეზი

20 დეკემბერს "პარის სენ-ჟერმენი" წლის ბოლო შეხვედრას ჩაატარებს, სადაც საფრანგეთის თასზე "ფონტენაის" შეხვდება. 

აღსანიშნავია, რომ ხვიჩა კვარაცხელია ამ მატჩის წინ განაცხადის მიღმა დარჩა.

როგორც ირკვევა, პარიზელების მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ 24 წლის ქართველი ფეხბურთელი უბრალოდ დაასვენა და სამატჩო განაცხადში ამ მიზეზის გამო არ შეიყვანა.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნული დაპირისპირება ჩვენი დროით 23:59 საათზე დაიწყება.


Facebook კომენტარები