11 საათის და 45 წუთის წინ
Mshvildadze Nikolozi
Aa

გა­მო­ძალ­ვის მცდე­ლო­ბა, მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის გა­ყალ­ბე­ბა.. - რა ხდება ილია თოფურიას გარშემო

UFC-ის ჩემ­პი­ო­ნი, ილია თო­ფუ­რია პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის გარ­შე­მო ატე­ხი­ლი სკან­და­ლის ეპი­ცენ­ტრშია. მას შემ­დეგ, რაც ცნო­ბი­ლი გახ­და მისი და ჯორ­ჯი­ნა უზკა­ტე­გუ­ის და­შო­რე­ბის შე­სა­ხებ, საზოგადოებაში უამ­რა­ვი ჭორი გავ­რცელ­და. 15 დე­კემ­ბერს სპორ­ტსმენ­მა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ვრცე­ლი პოს­ტი გა­მო­აქ­ვეყ­ნა, სა­დაც ყო­ფილ პარტნი­ორს მძი­მე ბრალ­დე­ბე­ბი წა­უ­ყე­ნა.

"ჩემი დუ­მი­ლი დას­რულ­და" - თო­ფუ­რი­ას სა­გან­გე­ბო გან­ცხა­დე­ბაილია თო­ფუ­რი­ას თქმით, ბოლო თვე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ის აუ­ტა­ნე­ლი წნე­ხის ქვეშ იმ­ყო­ფე­ბო­და. სპორ­ტსმე­ნი აცხა­დებს, რომ მას­ზე ხორ­ცი­ელ­დე­ბო­და შან­ტა­ჟი: ემუქ­რე­ბოდ­ნენ ძა­ლა­დო­ბის შე­სა­ხებ ცრუ ბრალ­დე­ბე­ბის გავ­რცე­ლე­ბით, თუ ის გარ­კვე­ულ თან­ხას არ გა­და­იხ­დი­და.

"ბოლო თვე­ებ­ში გა­და­ვი­ტა­ნე სი­ტუ­ა­ცი­ე­ბი, რომ­ლე­ბიც საფრ­თხეს უქ­მნის ჩემს სიმ­შვი­დეს, ჩემს ოჯახს და ჩემს სა­ხელს. მო­ვით­მი­ნე იმი­ტომ, რომ მინ­დო­და და­მეც­ვა შვი­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც ჩემი ცხოვ­რე­ბის მთა­ვა­რი საყ­რდე­ნია, მაგ­რამ მივ­ხვდი, რომ დუ­მი­ლი უკვე აღარ ნიშ­ნავს დაც­ვას - ეს ნიშ­ნავს სიც­რუ­ის და­ჯე­რე­ბას," - წერს თო­ფუ­რია.

სპორ­ტსმე­ნის თქმით, მას აქვს ყვე­ლა სა­ჭი­რო მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა (აუ­დი­ო­ჩა­ნა­წე­რე­ბი, შე­ტყო­ბი­ნე­ბე­ბი, ვი­დე­ო­ე­ბი), რომ­ლე­ბიც ადას­ტუ­რებს, რომ ად­გი­ლი ჰქონ­და:

გა­მო­ძალ­ვის მცდე­ლო­ბას;მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის გა­ყალ­ბე­ბას;ფუ­ლი­სა და პი­რა­დი ნივ­თე­ბის მო­პარ­ვას.ყვე­ლა ეს მა­სა­ლა უკვე გა­და­ე­ცა სა­სა­მარ­თლოს. "ვინც მიც­ნობს, იცის, რომ არას­დროს მი­ძა­ლა­დია არა­ვის­ზე. ჩემი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი პა­ტი­ვის­ცე­მა, დის­ციპ­ლი­ნა და პა­ტი­ოს­ნე­ბაა", - დას­ძენს ჩემ­პი­ო­ნი

Facebook კომენტარები