მადრიდის რეალის სუპერვარსკვლავის, კილიან მბაპეს მამამ, უილფრიდმა ფრანგულ გამოცემა L'equipe-თან ინტერვიუ ჩაწერა.
მისი საუბარი თავისი შვილის კრიტიკას ეხებოდა, რომელსაც ის პსჟ-ში ყოფნისას ხშირად იღებდა.
კერძოდ მბაპეზე ამბობდნენ, რომ ის უკანა ხაზს არ ეხმარებოდა.
"განაპირა მცველი შემტევია თუ უკანახაზელი? რას ვითხოვთ მისგან? მე არ ვამბობ, რომ კილიანი საერთოდ არ უნდა ჩასულიყო დაცვაში, მაგრამ კონკრეტულ ფეხბურთელს როგორ ვაფასებთ? პირადად ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს, განაპირა მცველს კარგი ჩაწოდება აქვს თუ არა. თითოეული პოზიციის შეფასებისას კონკრეტული კრიტერიუმები უნდა გამოვიყენოთ.
ვაკრიტიკებთ ფეხბურთელს, რომელსაც სეზონში 60 გოლი გააქვს... რატომ უნდა გავაკრიტიკო ასეთი ფეხბურთელი?! თუმცა, ვეთანხმები მოსაზრებას, რომ თუ შენთან ახლოს ორთაბრძოლა მიმდინარეობს, ვალდებული ხარ, მიხვიდე და თანაგუნდელს დაეხმარო.
შეიძლება ხალხი შოკში ჩავაგდო, მაგრამ პირადად ჩემთვის, ჩემპიონთა ლიგის ფინალში, ხვიჩა კვარაცხელიას უკან დაბრუნება და 90-ე წუთზე დენზელ დუმფრისისთვის ბურთის წართმევა, უმნიშვნელოა, არ მაინტერესებს. ეს კილიანის პრეროგატივა არაა. მას სხვა რაღაც ევალება და აკეთებს იმას, რაც სხვებს არ შეუძლიათ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ უნდა ვთქვათ - „კვარას სეზონში 60 გოლი ვერ გააქვს", - განაცხადა მბაპეს მამამ.
მომზადებულია Crystalsport-ის მიხევით.